დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ წერს:
“პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი პატრიოტი, გამოცდილი და დიპლომატი მეთაური გვყავს.
თითოეული ჩვენთაგანისათვის საამაყოა, რომ დაფიქსირდა უპრეცენდენტო ფაქტი, რაც ვერ მოახერხა ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა, მოახერხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა”, – წერს სამხარაძე.
კომენტარები