რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა კვლევით, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში, ხოლო იგივე კვლევებით, ყოველთვის, ყველაზე დიდი სანდოობით, გავლენითა და რეპუტაციით, მუდმივად და დამსახურებულად ლიდერობს უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ერთი და იგივე შედეგი რომ მოგდით ამ კვლევებით და რაც უფრო გაშლით ხოლმე ფრონტს, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ეს რიცხვები კიდევ უფრო რომ იმატებს და ცაში ადის, ვეღარ მიხვდით რომ უნდა გაეშვათ და სხვა საქმით დაკავდეთ?
პოლანეტარული მასშტაბის სისხლისმსმელების მიერ გუმბათახდილი სიონი აქვს ნანახი და გადატანილი ამ ქვეყანას და თქვენ ვის დაკარგვიხართ, ორ ბატს ვერ მიხედავთ სპეციალური ტრენინგი თუ არ გაგატარეს და ტესტი არ ჩაგაბარებინეს, გამოტენილი რომ გაქვთ კაბინეტის კედლები, ჩარჩოებში ჩასმული 100 დოლარიანი სერთიფიკატებით?!
მინდა, თქვენივე ლექსიკონით მოგმართოთ და გაგაცნოთ ჩვენი კვლევის ანალიზით პროგნოზირებული თქვენი ქმედებების გარდაუვალი შედეგი:
2000 წელია სინანულითა და ცრემლით აცილებს სამუდამო სატანჯველში მართლმადიდებელი ეკლესია მის მტრებს და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი!
გმადლობთ ყურადღებისათვის!”