ახლაც ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და პანდემიაც. მთავარია არჩევნების წინ ღარიბაშვილს დაარტყან. პირადად მას “ჩამოჰკიდა” მთელი 1,5 წლის სტატისტიკა და ვაქცინების დაგვიანება.
არადა, კარგად იცის, რომ სულ 4 თვეა პრემიერია, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
“რა მჩატეა ეს აღმაშენებლის სახელის მიმთვისებელი?! ანერვიულდა მილიონი ვაქცინის შემოტანის და კიდევ 3 მილიონზე მეტის დაკონტრაქტების გამო.
მთელი პანდემიის პერიოდში ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობენ, ხან აქციებით, ხან შეზღუდვების დაუმორჩილებლობით, ხან რეგულაციების კრიტიკით, რაც მოსახლეობაში მხოლოდ უნდობლობას აღვივებდა, რაც ბევრ ქვეყანაში არ ხდებოდა.
ახლაც ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და პანდემიაც. მთავარია არჩევნების წინ ღარიბაშვილს დაარტყან. პირადად მას “ჩამოჰკიდა” მთელი 1,5 წლის სტატისტიკა და ვაქცინების დაგვიანება.
არადა, კარგად იცის, რომ სულ 4 თვეა პრემიერია და 4 მილიონ ვაქცინაზე მეტის შემოტანაა უკვე გადაწყვეტილი.
ჩვენთან იმდენად ვაქცინების არსებობის პრობლემა არაა, რამდენადაც მოსახლეობის აქტივობის. ადექით და თქვენს 3% ამომრჩეველს მოუწოდეთ აცრებისკენ.
ჰო, “ბოცვანაც კი გვისწრებსო”. მეორედ იყენებენ აფრიკას საკუთარ სტატისტიკაში. მანამდე თქვეს აფრიკის ქვეყნებთან ერთად, უმუშევრობის დონით, ბოლო ათეულში ვართო. არადა, ჯერ ერთი, ოცეულში ვართ, მეორეც პირველ ათეულშიც და ოცეულშიც აფრიკის ქვეყნებია, ევროპა და ამერიკა კი შუაში. ანუ ეს კრიტერიუმი არაა ყველაფრისმთქმელი.
ახლაც “ბოცვანაც კიო”. ეტყობა არ იცის, რომ ბოცვანას ჩვენზე უკეთესი ეკონომიკა აქვს. მშპ-ს ნიშნით ბოცვანა მე-80 ადგილზე, ჩვენ 119-ეზე. ერთ სულ მოსახლეზე კი მშპ 1,5-ჯერ მეტია.
განა ყველაფერზე ბრიფინგები უნდა ატაროთ?! ეს ტელევიზიები კი, ამათი ბრიფინგების გამო, ისე წყვეტენ საინფორმაციოებს, თითქოს კოსმოსური თანამგზავრი გავუშვით და სასწრაფოდ უნდა გვამცნონ”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.