ამ უკიდურესად რთულ და სენსიტიურ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ის განცხადება, რასაც ავალებდა თავისი სტატუსი – სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცმოძრაობამ“ და მათთან აფილირებულმა ჯგუფებმა, ტელეარხებმა თუ ორგანიზაციებმა, დაიწყეს მასირებული შეტევა ხელისუფლებასა და პერსონალურად, ირაკლი ღარიბაშვილზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, სურთ შექმნილი სიტუაციიდან „პოლიტიკური კოქტეილი“ გამოადნონ. არადა, ჩემი აზრით, ამ უკიდურესად რთულ და სენსიტიურ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ის განცხადება, რასაც მას ავალებდა თავისი სტატუსი – სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის“, – წერს ანჯაფარიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მას მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.