რა კავშირი აქვს სააკაშვილს ლგბტ პრაიდთან და რატომ გვაძულებენ ევროპას?! როგორ შევინარჩუნოთ იდენტობა და დავიცვათ სახელმწიფო?! რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს?!, – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არცერთხელ არ ჩატარებულა ლგბტ აქცია, ყველა ჰომოსექსუალი და ლესბოსელი, რეჟიმს აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი. პირადი ცხოვრების ვიდეოებს უღებდნენ, ძალადობდნენ მათზე და სპეცსამსახურები თანამშრომლობას აიძულებდნენ, იყენებდნენ მოწინააღმდეგეთა კომპრომეტირებისათვის
,,ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია! მოძალადენი, ვინც ადამიანები სცემეს და დაერივნენ ჟურნალისტებს, კანონის თანახმად უნდა დაისაჯონ.
მაგრამ რა ვუყოთ იდეოლოგიურ ძალადობას, როცა ლგბტ საზოგადოება და ჰომოსექსუალური უმცირესობა საყოველთაო პროპაგანდას უკეთებს თავიანთ ცხოვრების წესს?! ახორციელებს აზრობრივ შტურმს იმ ტრადიციულ იდენტობაზე, რაც საუკუნეებია სქართველოში არის დამკვიდრებული!
საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფებს კონსტიტუცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს. მე არაერთგზის დამიფიქსირებია, რომ არფერი საწინააღმდეგო არ ამაქვს სექსუალურ უმცირესობასთან და ვთვლი რომ კანონის ჩარჩოებში რაც უნდათ ის აკეთონ! მაგრამ ახლანდელმა აქციებმა ცხადყვეს, რომ ტრანს-გენდერებს, თავიანთი უფლებების დაცვა არ აინტერესებთ! გამოიკვეთა მათი მთავარი მიზანი: პროპაგანდისტული ტერორით განდევნონ ტრადიციული აზროვნება, თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვან ახალგაზრდა თაობას და იქცნენ საზოგადოებაში დომინანტად. ეს მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებაა და სწორედ ეს არის საზოგადოების აღშფოთების საფუძველი.
ლგბტ საზოგადოება დიდ დაფინანსებას ღებულობს უცხოეთიდან, ასევე მაღალ ანაზღაურებაზე ყავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები და მედია საშუალებები, რომლებიც პროპაგანდას აკეთებენ. ასე რომ ყველა ფულს იღებს და ქართული სახელმწიფოს მომავალი არავის აინტერესებს!
ასეთ დაპირისპირებას მიხეილ სააკაშვილი თავისთვის იყენებს და უკრაინიდან მანიპულირებს! სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არც ერთხელ არ ჩატარებულა ლგბტ აქცია! ყველა ჰომოსექსუალი და ლესბოსელი, რეჟიმს აღრიცხვაზე ყავდა აყვანილი. პირადი ცხოვრების ვიდეოებს უღებდნენ, ძალადობდნენ მათზე და სპეცსამსახურები თანამშრომლობას აიძულებდნენ, იყენებდნენ მოწინააღმდეგეთა კომპრომეტირებისათვის. ამას აქ ჩამოსულებიც ყვებიან, რომელთაც აშშ-ში თავშესაფარი მიიღეს.
თავისი გეგმა სააკაშვილმა წინაწარ გაშიფრა, ჯერ არაფერი არ ხდებოდა, აქციაც არ იყო დაწყებული , როცა სააკაშვილი ძალადობაზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უკრაინიდან გვაცნობეს, რომ სააკაშვილმა დამატებით დააფინანსა დავერბოვკებული ლგბტ პირები და რადიკალები, რომლებიც მივარდნენ საპატრიარქოს დაანონსებულ აქციაზე, გაშალეს თავისი სიმბოლიკა, დაძაბეს ვითარება , აქციის გარეთ ცემეს ადამიანები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. რუსულ Russian today-ს კი იცავდნენ და ტრანსლაციაში ეხმარებოდნენ. დაპირისპირების გაღრმავება სააკაშვილს იმიტომ აწყობს, რომ ქართულ საზოგადოებას ევროპა შეაძულოს. საქართველოში ლგბტ პირებს არავინ დევნის , მაგარმ მთი პროპაგანდა ისეთ დონეზე ავიდა , რომ ქართულ იდენტობას დაუპირისპირდა, თბილისელებისგან ხშირად მსმენია „ ჰომოსექსუალისტების რეკლამა ისეთია, რომ ლამის სახლში შემოგვივარდდნენო“. ლგებტ კი ევროპასთან იგივდება და ისეთი აზრი ყალიბდება , რომ ევრო-ატლანტიკურ ფასეულობებისკენ სწრაფვა ქართული ტრადიციების მოშლასთან და ლგბტ წეს- ჩვეულებათა დომინირებასთან იგივდება! დაპირისპირების შექმნით , სააკაშვილი დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობებს აღრმავებს , რომ ქართველებს ევროპა შეაძულონ და რუსეთში დაინახონ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალება. სწორედ ეს არის რუსული ნარატივი! როგორც აფხაზეთი და ცხინვალი ჩააბარა რუსეთს სააკაშვილმა , ახლა იდეოლოგიურ ბრძოლაში უნდა დაგვამარცხოს და დარჩენილი საქართველო ჩაუგდოს ხელში!
საქართველოში არანაირი რეგულაცია არ არსებობს, უცხოეთიდან ფინანსების შემოტანაზე, რომელიც ქართული პოლიტიკის და საზოგადოების განწყობის ფორმირებისთვის იხარჯება. რუსეთმა დაიწყო ამგვარი დაფინანსების გაზრდა. მას კანონის საფუძველზე შეუძლია ნებისმიერი თანხა შემოიტანოს ,შექმნას ფონდები და საქართველოში დაქირავებული პარტიებითა და არასამთავრობოებებით, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სახელმწიფო. სააკაშვილი და მისი რადიკალები წარმატებით უწყობენ ხელს ამ პროცესს. ჩვენ უნდა გავიზიაროთ აშშ-ს გამოცდილება და მივიღოთ კანონი უცხოური აგენტის რეგისტრაციის შესახებ, რითაც გაიშიფრება ყველა ორგანიზაცია ვინც საზღვარგარეთიდან იღებს დაფინანსებას და საქართველოზე ახდენს ზეგავლენას უცხო სახელმწიფოს შეკვეთით! ვისაც აინტერსებს როგორ მუშაობს ეს ამერიკაში იხილეთ ლინკი :https://www.justice.gov/nsd-fara Foreign Agents Registration Act | Department of Justice .
ამ თვალსაზრისით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატივი ვცეთ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს , დავიცვათ სახელმწიფოს იდენტობა და უსაფრთხოება, ნამდვილად მხარდასაჭერია! ყველა ჩვენთაგანის ვალდებულებაა ,თავსმოხვეულ იდეოლოგიაზე და პარტიულ კონიუნქტურაზე მაღლა დავდგეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქართული თვითმყოფადობა!
ყველაფერი კანონით უნდა რეგულირდებოდეს! მისაღებია შემდეგი საკანონმდებლო აქტები:
– კანონი ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.
– ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის და ამ პროცესში ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. შემოღებულ იქნეს სამართლებრივი პასუხისგებლობა ჟურნალისტისა და მედია საშუალების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, ცილისწამებაზე და სახელმწიფოს საზიანოდ საქმიანობაზე.
– კანონი უცხოური აგენტის სტატუსის და რეგისტრაციის შესახებ.
– კანონით აიკრძალოს ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული სიმბოლოების, ეკლესიის შეურაცხყოფა,”- წერს მამალაძე.