,,ადამიანის გარდაცვალების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ იკმარეს და ახლა, ტვ პირველის დირექტორი ფეიკებს ავრცლებს, რომ გაამძაფროს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში და ტვ ,,პირველის’’ გენერალური დირექტორის ვახტანგ წერეთლის ფეისბუქ პოსტს აზიარებს, სადაც გარდაცვლილი ოპერატორი და ჯარისკაცია ასახული.
მისი თქმით, მსგავსი ბინძური მეთოდების გამოყენება და ტყუილების ტირაჟირება ისევ და ისევ გარდაცვლილი ადამიანის შეურაცხყოფაა.
,,ადამიანის გარდაცვალების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ იკმარეს და ახლა, ტვ პირველის დირექტორი ფეიკებს ავრცლებს, რომ გაამძაფროს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა. ნათელში იყოს გარდაცვლილი ოპერატორის სული, მაგრამ აი მსგავსი ბინძური მეთოდების გამოყენება, მსგავსი ტყუილების ტირაჟირება ისევ და ისევ გარდაცვლილი ადამიანის შეურაცხყოფაა!’’ წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook გვერდზე.