ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჟურნალისტი იხსენებს, რომ, უპირველესად, ტელევიზიაში მისულს ოპერატორთან მუშაობა ასწავლეს.
“როცა ტელევიზიაში მივედი, პირველი, რაც მასწავლეს, ოპერატორთან მუშაობა და გუნდურობა იყო! ის, რომ მის გარეშე, მასთან ერთად გავლილი თემის, დაგეგმვის, ერთად გააზრებული მოქმედების გარეშე ჟურნალისტი ვერ ვიქნებოდი !!! ისიც მასწავლეს, რომ შტატივიც მეტარებინა და ცალკე, ყველაზე მნიშვნელოვანი !!! რომ მისი მეორე თვალი მე ვიყავი, მე უნდა მეტარებინა, მე უნდა დამეცვა!!! ეს არის პარტნიორი, გუნდურობა და კარგი რეპორტაჟი, რაც ორივე მხარეს გვარქმევს სახელებს: ოპერატორი და ჟურნალისტი !!! ასეა ეს!!! და ეს არის ჩვენი პროფესიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი!!! ოპერატორი საფრთხეში თავს საუკეთესო კადრისთვის იგდებს, ერთი საქმისთვის და ჩვენთვის იბრძვის !!! არაფერია იმაზე გემრიელი, როცა ასე ერთი თვალით და ერთი თავით ერთმანეთისთვის და საუკეთესო რეპორტაჟისთვის იბრძვით, დიახ, ყველა სიუჟეტი ჩვენთვის ბრძოლააა, იყო უკეთესი, დაანახო მომხდარზე მეტი და მოყვე, რომ გენდონ !!! ყოფილები არ არარსებობენ, ამ პროფესიაში იბადები და რჩები ! ჩემი სოლიდარობა ყველა ჩემს კოლეგას ! და კიდევ ერთხელ ვუხდი ყველა, ჩემი რეპორტაჟის თუ ჩართვის ოპერატორს მადლობას ყველა კადრისთვის !!! არაძალადობას !საუკეთესო ამბები ერთად კეთდება!ასე იყო 5-შიც, ბრძოლაში, ერთმანეთისთვის და ჩვენთვის გასული გუნდი ! არაფერია იმაზე ძვირფასი, როგორც სოლიდარობა, გუნდურობა, პარტნიორობა!!!”, – წერს ბანძელაძე.