ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ სხვადასხვა დროს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებების ციტირებას ახდენს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მოქმედი და ყოფილი ლიდერები ერთმანეთს შეადარონ.
,,შეადარეთ ორი ლიდერი და ორი რიტორიკა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში:
მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი – “ეს არის ლიდერი, რომლის ნდობა შეიძლება. ის განსხვავდება ყველა თავისი წინამორბედისაგან. ის სიტყვის კაცია – მე მისი მჯერა” (2004-2005 წ.წ.).
მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იანუკოვიჩი – “დღეს ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება საქართველოს დიდი მეგობარი და მისი ინტერესების ერთგული დამცველი” (2013 წ.)
მიხეილ სააკაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი – “ეს არის ჩემი პოლიტიკური მოძღვარი, მე ის შემყავს მე-20 საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკოსთა ხუთეულში” (2020 წ.)
და კვლავ: მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი – “მე ვთვლი, რომ შეხვედრის ადგილი მოსკოვიც რომ იყოს, პრეზიდენტი ზელენსკი ვალდებულია შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. ეს არის საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე ყველა ლიდერის პირდაპირი ვალდებულება” (2021 წ., DW-სთან მიცემული ინტერვიუ)
ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ადმინისტრაცია – “საქართველო აკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა და მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც თანასწორუფლებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული”.
P.S. რაო ბოცომ? უკრაინელები ეკლესიაში ძველ/სლავურ-ეკლესიურ ენაზე გალობდნენო? ეგ ის არაა – სარაჯიშვილი ოპერის წინ რომ დაიჭირა – მღეროდაო? და უკრაინაში, სადაც სახელმწიფო ენა – უკრაინულია, მისი ბელადი მერვე წელი საყვარელი პუტინის ენაზე რომ “გალობს”, არ უტყდება?” – წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.