მე მგონი ისტორიაში პირველად ჰყავს საქართველოს ამისთანა უკულტურო კულტურის მინისტრი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნონა მამულაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თეა წულუკიანის შესახებ განაცხადა.
“მე მგონი ისტორიაში პირველად ჰყავს საქართველოს ამისთანა უკულტურო კულტურის მინისტრი. ზოგადად თეა წულუკიანს ვამჩნევთ, რომ მას ახასიათებს კაცთმოძულეობა. ფაქტობრივად ყველა ხერხს იყენებს, რომ ეს გამოხატოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმას მისცემს ამას. მთავარია, რომ ეს ადამიანი ამ შემთხვევაში ჟურნალისტი დაამციროს და ამისგან უზარმაზარი სიამოვნება მიიღოს. მე არ მაქვს ის კვალიფიკაცია, რომ ამას დიაგნოზი დავუსვა, მაგრამ ვხედავთ, რამხელა სიამოვნებას ღებულობს, როდესაც რაღაცა მავნებლობას აკეთებს”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
კომენტარები