ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცოტნეს შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელეს.
„უღრმესი მადლობა გულთბილი და სიყვარულით სავსე მოლოცვებისთვის, პოსტებისთვის, კომენტარებისთვის, სატელეფონო ზარებისთვის. სიყვარულით ამიფეთქდა მესინჯერიც.
მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს გამხნევებასა და გაძლიერებაში; ჩვენი განწყობისა და განწყობილების ამაღლებაში და იმაშიც, რომ დღეს თითოეული ახალი დღის დაწყებისა კი აღარ გვეშინია, არამედ გვიხარია. რადგან მეტი იმედით, ბრძოლის ჟინითა და ენერგიით ვართ სავსე… რადგან წელს ცოტნეს დაბადების დღეს მის საყვარელ სამშობლოსა და ხალხთან ერთად შევხვდით.
თუმცა, არც იმ ადამიანების დავიწყება იქნება სწორი, ვინც წელიწად-ნახევარით უცხო მხარეს გადახვეწილებს ზურგს გვიმაგრებდა, დაცემისა და სასოწარკვეთის საშუალებას არ გვაძლევდა და სამშობლოსკენ დასაბრუნებელ გზას გვიკაფავდა – ემიგრანტებს, საელჩოებს და, უბრალოდ, კეთილ ადამიანებს. (განსაკუთრებული მადლობა გია ჯანჯღავასა და ირაკლი შურღულაიას, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ იმ მძიმე პერიოდშიც და დღემდე არ გვაკლებენ მოკითხვასა და ყურადღებას).
ესეც ჩვენი სიმპათიური ცოტნე იმათთვის, ვისაც მისი დანახვა მოგენატრათ,“– წერს ანა ჯაბაური.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.