ფაქტი ისაა, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა საქართველოს, მაშინდელი მთავარსარდლის – შეშინებული ფორთხიალი მიწაზე!, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მართლა მარაზმი იყო, რაც დღის მანძილზე ხდებოდა ოპოზოციონერ ტელევიზიებში, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით…
რა მნიშვნელობა აქვს რიცხვს?!
სპეციალურად, ყველაფერზე საუბრობენ და გადააქვთ ყურადღება, რეალური ფაქტების დასავიწყებლად… !
ფაქტი ისაა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია… შესაბამისად – რუსეთი ოკუპანტია!!!!
ფაქტი ისაა , რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ , ომი ვერ ან არ ააცილა , ჩვენს სამშობლოს !!!
ფაქტი ისაა, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა საქართველოს, მაშინდელი მთავარსარდლის – შეშინებული ფორთხიალი მიწაზე ..!
ფაქტი ისაა ,რომ დამატებით ასობით სოფელი დავკარგეთ… დროებით!
ფაქტი ისაა, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ… დროებით!
ფაქტი ისაა, რომ ათასობით ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მიწა-წყალი… დროებით!
ფაქტი ისაა, რომ გმირი სამშობლოს დამცველები შეაკვდნენ ოკუპანტს და არაფერი დაუთმეს…
და ბოლოს, ფაქტია, რომ ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის ზეიმობს და ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.