„იმედის კლინიკა“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, გარდაიცვალა კლინიკის თანამშრომელი.
„იმედის კლინიკა“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა „იმედის კლინიკის“ თანამშრომელი ირაკლი კინტრაია.
„იმედის კლინიკა“ სამძიმარს უცხადებს ირაკლის ოჯახს და ახლობლებს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ სამწუხარო ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ვაიმე რას ამბობთ, გადავირიე. როდის გარდაიცვალა. საოცრად კარგი, ზრდილობიანი, სიმპათიური ადამიანი და საოცრად კარგი ოჯახის შვილი! ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.
სალო ძალიან ვწუხვარ, აი ძალიან ! არც კი ვიცი რა უნდა გითხრა“
„ასეთი ახალგაზრდები არ უნდა კვდებოდნენ“
„ხომ არ გაგიჟდით რა თავი მოიკლა? რა ხანია გათიშული ჰყავთ, აპარატზე იყო შეერთებული და კოვიდ ინფიცირებული იყო“
„სიკეთით სავსე იყო ირაკლი… გულიანი… ძალიან დასანანია“,- ვკითხულობთ კომენტარებში.