დიზაინერი გოგა ნიქაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო! გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე
მინდა მოგიყვეთ ერთ ურჩხულზე სახელად თაკო შანთაძე! რომელიც ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს
თითქმის ყველა თქვენგანი იცნობთ ჩემს ბებოს და გიყვართ ის მას ულვი სასიხარულო ემოციის გარდა გამოვლილი აქვს დაღდამსმელი ფაქტები: 3 წლის ასაკში დაკარგა მშობლები, ადრეულ ასაკში დაეღუპა მეუღლე, გარდაეცვალა 31 წლის შვილი და კიდევ ბევრი სამწუხარო მომენტი, რაც ვიცი და რაც არ ვიცი! ამ ყველაფრის მიუხედავად მას ადამიანობა და კეთილგანწყობა არასოდეს დაუკარგავს. მეტსაც გეტყვით , მან ააგო წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და ამით ასე ვთქვათ იპოვა ხსნა -სულიერი სიმშვიდე ! ამ ფაქტით ყველაფერი ნათქვამია მის პიროვნებაზე
და აღარაფერს დავწერ……
ჩამოთვლილ სამწუხარო ამბებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მას შარშან დიმენცია დაეწყო იცით რო ასეთი ადამიანები ბავშვებივით დაუცველები და ასე ვთქვათ უუნაროები არიან !
მოკლედ!
დედას და ბებოს “მსუბუქ ფორმაში” დაემართათ კოვიდი ! დააბინავეს ისინი კოვიდ სასტუმროში და დაუწყეს მკურნალობა. მინდა მადლობა ვუთხრა SkyTower-ში მომუავე ყოველ ადამიანს გაწეული ამაგის და ყურადღებისთვის
! პროცესში აღმოჩნდა რომ ბებოს ფილტვების ანთების 8% ქონდა! როდესაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის მომენტი დადგა, დედამ გააფრთხილა ადამიანები ვინც ამ საქმით იყო დაკავებული, რომ ადამიანს აქვს დიმენცია ჩაულაგა ბარგი. ჩაუდო ყველა საჭირო ნივთი მათ შორის დანიშნულება, წამლები , პამპერსები და ასე შემდეგ !
დავიწყეთ ახლობლელი ადამიანის ძიება, რომლის დახმარებითაც სათანადო ყურადღებას მიაქცევდნენ ბებოს! მანამ გავარკვიეთ რა და როგორ, ხდება ასეთი რამ !!!!!! ჩვენი ახლობელი შემთხვევით ხედავს ბებოს საავადმყოფოს ლიფტთან პარკით ხელში (პარკში სველი სამოსი ) , მხოლოდ ზედატანსა და პამპერსში გამოწყობილს!!!! ის თურმე პატარა ბავშვივით უხერხულობისგან ზედატანს მუხლებისკენ ექაჩებოდა სიშისვლე რომ დაეფარა ! და როცა მას გაოგნებულებმა კითხეს თუ რას აკეთებდა ლიფტთან , უპასუხა რომ საავადმყოფოდან უშვებდნენ !
ეს ისე რო დედასთვის არც კი დაურეკავთ !!!!!!!!!!!!!! არ ვიცი რა პირობებში იყო ბებო ეს რამოდენიმე დღე, როგორც ჩანს დაეცა და იარაზე სპირტიც კი არ ქონდათ დასხმული ! მადლობა ღმერთს რო იქვე ჩვენი ნათესავიც აღმოჩნდა და ბებო ასეთ მდგომარეობაში დედასთან სასტუმროში თავისი ავტომობილით მიიყვანა. თორე ეტყობა უშვებდნენ ქალს მარტოკას საავადმყოფოდან პასპორტის და ყოველგვარი საბუთის გარეშე ! ლაპარაკში ბებომ თქვა რომ შეურაცყოფილია ბებო ! გონიერი ადამიანი საავადმყოფოდან გამოსულ ადამიანს არ განსჯის, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ავადმყოფი ! მითუმეტეს შენ 79 წლის ასაკში ბევრად უფრო ლამაზი ფეხები გაქვს ვიდრე შენს მკურნალ ექიმ თაკოს!
ისე დიმენციით დაავადებული პაციენტის საავადმყოფოდან უპატრონოდ გაგდება რა კარგი საქციელია არა? ან ერთჯერადი სამედიცინო ხალათი რო მოეცვათ მისთვის ნეტა რა მოხდებოდა ?
ბებოს ყავს გმირი შვილი, რომელიც მოუშუშებს ამ იარას და დაავიწყებს ამ ფსიქოლოგიური ტრამვას! უბრალოდ თქვენ რა გეშველებათ ქალბატონო ექიმო ?!
როცა დავსვი კითხვა : ბებო რას გიკეთებდნენ საავადმყოფიშითქო , პასუხად მივიღე : ოჰ არ გამახსენო ! იქ ბოროტები არიან, მაგრამ თქვენ გულთან არ მიიტანოთ ეგ! რას ვიზამთ ასეთები არიან ადამიანებიო !!!!!
მოკლედ ამ წარმოუდგენელი ამბის ავტორი ეს ალქაჯი თაკოა! როდესაც ამ არსებით დავვინტერესდი და შევედი მის გვერდზე, პირველივე სტატუსი რაც შემხვდა იყო : “მე და ჩემი კოლეგები ჩვენს ძვირფას დროს ერთ წელზე მეტია ვწირავთ კოვიდთან ბრძოლსო, ამ სიტყვების ამოკითხვის შემდეგ გასაგები გახდა ჩემთვის რას წარმოადგენს ის !!!!! ვერ ვხვდები როგორ შეიძლება მედიცინაში მუშაობდეს ადამიანი რომელიც გაჟღენთილია ადამიანების სიძულვილით !
იცით? ჯერ არასოდეს რო არ გამიფიქრია ისეთი რამის გაკეთება მინდოდა ! სულ მალე ჩამოვდივარ და მეთქი მივალ ამ ურჩხულ ექიმთან კაბინეტის კარს ფეხით გავაღებ ჩავწვდები უგემოვნოდ შეღებილ თმებში, დერეფანში ვათრევ და ყოველ პალატასთან ვარტყმევინებ თავს, რადგან არიან ადამიანები რომლებიც დაუცველები არიან და ამ ურჩხულთან ქონდათ შეხება! ვაგებინებდი პასუხს იმათ მაგივრადაც ვისაც ბებოს მსგავსად მოექცა !
მაგრამ შემდეგ ვიფიქრე რას მომცემს მე ეს? ის უკვე დასჯილია რადგან ისეთია როგორიც არის ! არც იმაზე მარტივი არ არის არაფერი მთელი ცხოვრება გარანტირებულად უმუშევარი დავტოვო ეს კაცთმოძულე მუშაკი ! მაგრამ არც ამით მომემატება არაფერი ! უბრალოდ მაქვს კითხვა ქალბატონო თაკო ! არც თუ ისე ახალგაზრდა ხართ და სიბერე რომ მალე მოგაკითხავთ ამაზე არ გაგიფიქრიათ ?
მეგობრებო აღარ გავაგრძელებ ! ამ ქაჯს ან რა მეტყველების მანერა აქვს, ან საერთოდ………. ! ყველაფერი რომ დავწერო ალბათ გაგიჟდებით !
რა ცუდია რესპუბლიკური საავადმყოფოს საამაყო და ძალიან კარგ თანამშრომლებს-ექიმებს ამ ქალის სახით ასეთი ჭუჭყი რომ შერევია !
მადლობა იმ რამოდენიმე ადამიანს რომლებიც შეესწრნენ ამ ფაქტს და კიდევ იმათ რომლებმაც გაიგენ ეს ამბავი და ძალიან შეწუხდნენ! ისინი მთელი დღის მანძილზე მწერდნენ რომ მომხდარის გამო გადამშრალი, შეწუხებული, გაოგნებული და დათრგუნულები არიან. მადლობა თქვენ ამბის გულთან მიტანისთვის, სიყვარულოსთვის და შეწუხებისთვის ბედნიერებაა კეთილი ადამიანები რომ არსებობენ
მეგობრებო !
მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, ლაღი და ბედნიერი ცხოვრება და ვისურვებ რომ ყოველი ბნელი ადამიანის გონებში სხივი მოხვედრილოყოს და სიკეთეს გაეღვიძოს მათში
დედა მადლობა რომ არსებობ მადლობა ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს ჩემს ლამრიკოს ასე რომ უვლი
მადლობა ყველაფრისათვის
მადლობა ამაგისთვის და უკიდეგანო სიყვარულისთვის
ვამბობ ფუი ეშმაკს და ვაქვეყნებ ამ ჯოჯოხეთის მოციქულის ფოტოს ! რომ იცოდეთ როგორ გამოიყურება ის! რადგან მის ხელში არ ჩავარდნენ თქვენი ახლობლები და მათი ჯანმრთელობა არ მოექცეს მისი ზედამხედველობის ქვეშ
ბებო უკვე კარგად არი ”