19 კვირის ორსული ხატია ბზიშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის ამსახველ ფოტოს
აქვეყნებს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
მას აცრას დედა უკეთებს.
„დღეს ავიცერი ფაიზერით 19 კვირის ორსული. ქალი, რომელიც მიკეთებს აცრას, არის დედაჩემი. აცრა არ კლავს, აუცრელობა კლავს“, – წერს ბზიშვილი.
ინფორმაციისთვის, ორი დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
კომენტარები