ნინო ლომჯარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, – ამის შესახებ ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
„არჩევნების გადადებაზე დაიწყო საუბარი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებულია, თუმცა ყველაზე საოცარი სახალხო დამცველის განცხადება აღმოჩნდა, ადამიანის უფლებების უპირველესი დამცველი, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვას! ნინო ლომჯარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა!“, – წერს ექსპერტი.
კომენტარები