ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც მისი ყოფილი მრჩეველის, რომან ჩხენკელის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის მერის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ისაუბრა.
„ჯერ ერთი, იმით დავიწყოთ, რომ როცა თქვენ უვარდებით მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ისე როგორც მიუვარდით ჩემს შვილებს და სამარცხვინო იყო, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენმა ჟურნალისტებმა. და მეორე, არ ვიცი რა იყო იქ უკანონო. მე თანამდებობა დავტოვე 2015 წლის 23 დეკემბერს. მას შემდეგ ჩემთან უამრავი ადამიანი მუშაობდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება იარსებოს, იმუშავოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ყველა ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა. ეს არის მათი პირადი ბიზნესი. ხალხს ეს არ აინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.