გახარიას და “ოცნების” დაპირისპირებას “შიდა სამოქალაქო ომად” განვიხილავ, – ამის შესახებ პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“უნდა თუ არა გახარიას, ივანიშვილზე დატაკება ყველა ვარიანტში მოუწევს. სხვანაირად ვერ მოახერხებს. რას იზამს და როგორ იზამს… რასაც ვუყურებთ გახარიასა და “ოცნების” პარტიას შორის დაპირისპირებას, მე განვიხილავ, როგორც “შიდა სამოქალაქო ომს”, დაერივნენ ერთმანეთს. რატომღაც მგონია, რომ მიშას ჩამოსვლის მომენტში “ქართული ოცნება” და გახარიას ამომრჩეველი კონსოლიდაციას ვეღარ მოახერხებენ, დემორალიზებულები იქნებიან. აგერ ნახავთ თქვენ – იხილავენ სააკაშვილს საქართველოში და მერე ვნახოთ, ვინ ჩაჯდება ციხეში”, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.
კომენტარები
