“არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი გახარიას კოლეგად, არავის ვთვლი მე კოლეგად, ვინც რუსეთზე მუშაობს. გავრილოვის სავარძელში ჩამსმელია გახარია, მან პატრიოტებს თვალები დათხარა და ამაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. კოვიდის მილიონები სად არის გატანილი არ ვიცით ამ უბედურების დროს, რა მტკიცებულება უნდა ვეძებო მეტი… “ნამახვანჰესზე” ხელისმოწერაზე მისი საუბარი მოგისმენიათ სადმე? – ვერც მოისმენთ! რა მტკიცებულება გინდათ – მაინცდამაინც ერთად უნდა ვნახოთ, როგორც ვასაძე დუგინს როგორ ელაპარაკება?”
ასე უპასუხა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა “ღამის კურიერში” დასმულ შეკითხვას, თვლის თუ არა, თაკო ჩარკვიანი გიორგი გახარიას კოლეგად.
როგორც თაკო ჩარკვიანმა განმარტა, ის კოლეგად არავის თვლის, ვინც “რუსეთზე მუშაობს” და მაგალითად ე.წ “გავრილოვის ღამე” გაიხსენა.
