სომხეთის პრემიერი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. ნიკოლ ფაშიანიანი უკვე შეხვდა ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებს.
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თუ სტრატეგიული პარტნიორობისა და სამომავლოდ არაერთი გეგმის განსახორციელებლად მზად არის. ფაშინიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ შუამავლობისთვის, რის შედეგადაც 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა.
პრეზიდენტმა კი ფაშინიანთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.
სომხეთის დელეგაციამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ნიკოლ ფაშიანიანი საქართველოს დღეს დატოვებს
კომენტარები
