“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას “აფერისტს” უწოდებს. ამნისტიის საკითხზე კომენტრის გაკეთებისას დეპუტატმა თქვა, რომ , თუკი მელია ჩუმად იქნება და არ დაწერს, რომ ამნისტიის წინააღმდეგია, ასეთ შემთხვევაში, მას ამნისტია შეეხება.
ნიკა მელია აფერისტობს! თუ მას არ უნდა ამნისტია შეეხოს და ამის წინააღმდეგია, დაწეროს და სასამართლოში იდაოს”- თქვა ზარქუამ და მელიას “ამნისტიის შესახებ” კანონი სწორად წაკითხვა ურჩია.
მისი თქმით, არსად არ წერია, რომ ამნისტიას თანხმობა უნდა.
თუ უნდა, რომ ამნისტია არ შეეხოს, დაწეროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ამნისტია არ შეახონ. მელია ამას არ აკეთებს და აფერისტობს, რადგან ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. მელიამ ზუსტად იცის, რომ თუ დაწერს, რომ არ უნდა ამნისტია შეეხოს, მაშინ ციხეში ჯდომა მოუწევს. თუ არ დაწერს და ჩუმად იქნება, ამნისტია შეეხება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
