დმიტრო კულება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – წერს კულება.
კომენტარები
