საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებას ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ურჩევდა.
მისივე თქმით, სწორედ მერაბიშვილი არწმუნებდა სააკაშვილს, რომ ქვეყანაში მისი ჩამოსვლისთვის სიტუაცია მომწიფებული იყო.
“სააკაშვილს მერაბიშვილი ეუბნებოდა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. სწორედ ის ურჩევდა სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას და არწმუნებდა, რომ ამისთვის აქ სიტუაცია იყო მომწიფებული”, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები
