თამარ ივერმა სააღდგომო კვერცხების შეღებვისას მომხდარ მცირე ინციდენტსა და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ ამბავს მოჰყვა, გიორგი გაბუნიას იუმორისტულ გადაცემაში უპასუხა.
„ვცდილობ, თავის დროზე, რაც მე გადავიტანე, მაგის გამო აღარ ვიაქტიურო ფეისბუქზე. რაღაც რომ მომაწვება, დავწერო, ვფიქრობ რომ საკამათოს დაწერას მოდი, ძაღლის ან კატის ვიდეოს გავაზიარებ-მეთქი და მერე ცხოველებზე გადამაქვს.
ზოგჯერ კი ვერ იფიქრებ, რომ შეიძლება რაღაცამ ასეთი ყურადღება მიიპყროს. ჩემი მეუღლის ,,აიფონმა”, მგონი, გადაწონა ყველაფერი… აღდგომის დღესასწაულზე აღარ ლაპარაკობდა ხალხი და ეს იყო განხილვის თემა.
იცით რა, მე დავწერე იმ კონტექსტით, რომ ხელსაწყოსთან დაკავშირებით გამიკვირდა, რომ წყალში ჩავარდა, ნახევარ წუთამდე იყო და გადარჩა. ის არ აღმინიშნავს, რომ რაღაც ძალამ გადაარჩინა, რაზეც დაიწყეს ღლიცინი. თუმცა ეს დღეები ამ ,,აიფონს” რომ ვხსნით, სულ ლოცვები იწერება, ისეთი ტექსტები ჩნდება, ცოტა გაკვირვებულები ვართ. ეგეც კარგია, რომ იუმორის გრძნობა არ აქვთ დაკარგული.
ნუ ჩემი ქმრის სურათმა ხომ დააგვირგვინა, ეს იყო ბოლო ბეჭედი, ბლოგერებმაც გამომუშავება და რეიტინგი მიიღეს. ისეთი ხალხი დაინტერესდა ჩემი მეუღლის სურათებით… ბალიში რომ ადევს მასავით, სპორტის სასახლესთან რომ აქვს აფარებული ფოთოლი… ბოლოს ვთქვი, ამ ბალიშს აუქციონზე გავყიდი-მეთქი. ვინმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი იყიდის და გაიხარებს“, – ამბობს ხუმრობით თამარ ივერი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ გადაცემაში.
