სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები დღეს პარლამენტს გადაეგზავნა.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დღეს დაუბრუნა.
შემოთავაზებული წინადადებებით პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს – 1. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდება მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.
2. ერთი და იგივე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდება შემდგომ დანიშვნებზე.
4. კანონით დაზუსტდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს ექნება საშუალება წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.
6. დაზუსტდება კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.

კომენტარები