ომის დაწყების თარიღთან ერთად 15 წლის შემდეგ აქტუალურია კიდევ ერთი კითხვა, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე -პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრა, რომელიც 15 წლის წინ სხვა სამხედროებთან ერთად კოდორში საბრძოლო დავალებით იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტოს ყოფილი მაღალჩინოსანი „ნაცმოძრაობას“ მძიმე დანაშაულში ამხელს. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, კოდორის დაცვა შესაძლებელი იყო, თუმცა იმ პერიოდში თავდაცვის უწყებაში მართვა და კონტროლი მოშლილი იყო.
ქურასბედიანი განმარტავს, რომ შესაძლებელი იყო ხაიშისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვა, რა შემთხვევაშიც კოდორი სრულად დაცული იქნებოდა, თუმცა იქ დამატებითი ძალები არ გაიგზავნა.
კომენტარები