“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დააკავეს. შემთხვევა ბუკნარიდან ასწლოვანი ხის, „მაგნოლიას“ გადატანის დროს გამართულ აქციაზე მოხდა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, მათმა თანაგუნდელებმა ხის გადატანისას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე შექმნილი საცობი გააპროტესტეს, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ისინი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
კომენტარები