პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსჯავრდებული ქალების და არასრულწლოვნების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა. კომიტეტის წევრებმა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს.
ზვიად მოხენაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნები სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდიან, მსჯავრდებული ქალები კი, შვილებს შაბათ-კვირას მოინახულებენ.
კომენტარები