ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი ემსხვერპლა, 256 ადამიანი კი დაშავდა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
დაბომბვის სამიზნე გახდა ქალაქი ხან იუნისი, ასევე მაღაზის, დეირ ელ-ბალას და ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკები. 7 000 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის 85 პროცენტი, 1.9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ისრაელის არმია აძლიერებს სამხედრო მოქმედებებს და საჰაერო დარტყმებს ზავაიდაში, რათა გაუხსნას გზა თავის ძალებს ცენტრალური ღაზაში შეჭრის მიზნით.
ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში 22 722 ადამიანი დაიღუპა, 58 166 კი დაშავდა.