სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება და განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივებს.
კომენტარები