ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოში მივიდნენ.
შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად, მეუფე პეტრე ცაავაც იმყოფება, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგისთან არ შეუშვეს.
ცოტა ხნის წინ კი პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს ყველა თანამშრომელი და სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურის შეკითხვებს უპასუხონ.
კომენტარები