პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ილია მეორეს ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. კითხვაზე, დატოვა თუ არა თანამდებობა ოხანაშვილმა, ბოტკოველმა პასუხისგან თავი შეიკავა.
სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში ბერლინიდან ერთი დღით დაკიტხვაზეც იყო ჩამოსული, როდესაც პატრიარქი გერმანულ კლინიკაში მკურნალობდა.
კომენტარები