ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულ დეკანოზთან გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმის, ხელნაწერისა და დნმ-ს ნიმუშებს აიღებენ. მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ სასულიერო პირი თანახმა იქნება, პროკურატურა მზად არის მამა გიორგის დაკითხვა დაიწყოს.
”დღეს, პირველ რიგში, ავიღებთ შესაბამის ნიმუშებს. დანიშნულია საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა: ბიოლოგიური, გრაფიკული და ფონოსკოპიური. დღეს მოსულები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი ხელწერის ნიმუშები, ასევე ბიოლოგიური და ფონოსკოპიური ნიმუშები. ამის შემდეგ, თუ ბრალდებული გამოთქვამს მზადყოფნას, მოხდება მისი დაკითხვა”, – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები