საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ.
პატრიარქის მდივან-რეფერენტი საგამოძიებო უწყებისგან შეტყობინებას ელოდება. შორენა თეთრუაშვილის გამოკითხვა მოწმის სტატუსით იგეგმება. ადვოკატის განცხადებით, თეთრუაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში სწორედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.
პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.
კომენტარები