“ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია ხდება _ 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში, 52 წლის ასაკში, ცნობილი ბიზნესმენი ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი იღუპება. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების საბაბ-მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა იმთავითვე გავრცელდა მოსაზრება, რომ პატარკაციშვილი შესაძლოა, მოწამლეს. ამ ვერსიას ჟვანიას ტყვიით მოკვლის ვერსიის მსგავსად, არსებობის უფლება თუნდაც იმიტომ აქვს, რომ ბიზნესმენი სააკაშვილსა და მის გარემოცვასთან დაპირისპირებული გახლდათ, თუმცა ჟვანიასგან განსხვავებით, პატარკაციშვილი მაშინდელ სახელისუფლო ელიტას კრიჭაში ღიად ჩაუდგა _ 2007 წლის 7 ნოემბრამდე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა, 7 ნოემბრის შემდეგ ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში (2008 წლის იანვარი) კი კენჭი იყარა. ჟვანიასა და პატარკაციშვილის გარდაცვალების ხელწერა ერთნაირი, ცხადია, არაა, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და, როგორც ამბობენ, სააკაშვილს პატარკაციშვილი სწორედ ჟვანიამ გააცნო.”
www.versia.ge