“არ გამოვრიცხავ, რომ, შესაძლოა, ეს პროცესი მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით მზადდებოდა”, – ეს განცხადება დეკანოზის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ჯგუფის წევრები, რომლებიც, მამალაძის აზრით, პატრიარქის მოწამვლას გეგმავდნენ, არიან ჩანაწერებში. “აქ არის სამ, ან მეტ პირზე საუბარი”, – თქვა მამალაძემ.
ფიგურირებს თუ არა ჩანაწერებში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, მამალაძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მან დაადასტურა, რომ კადრებში ციანიდი ძალიან ბევრჯერ ჩანს.
კომენტარები
