აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) შეშფოთებულია აშშ-ში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის მსგავსი ორგანიზებული თავდასხმის შესაძლებლობის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის თქმით, FBI სულ უფრო შეშფოთებულია რუსეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უფრო კოორდინირებული თავდასხმის შესაძლებლობით.
„მზარდ შეშფოთებას წარმოადგენს კოორდინირებული თავდასხმის შესაძლებლობა [ამერიკაში], როგორც ეს განახორციელა ISIS-K-მა [რუსეთში] საკონცერტო დარბაზში რამდენიმე კვირის წინ“, – აღნიშნა კრისტოფერ რეიმ.
კომენტარები