ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონების მესამე ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო
„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.
ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.
კომენტარები