ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაგმო „ირანის უგუნური თავდასხმა ისრაელზე“.
„ეს დარტყმები დაძაბულობის გაღვივებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის რისკს შეიცავს. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას საკუთარ ეზოში“, – ნათქვამია სუნაკის განცხადებაში.
„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას“, – დასძინა მან.
მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო
„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.
ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.