თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თურქეთის თოქათის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი სულუსარაის რაიონში იყო. მიწისძვრა 5.99 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაფიქსირდა გარკვეული მატერიალური ზარალი.
კომენტარები