მაშინ როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ახორციელებენ არამარტო სიტყვიერ თავდასხმასა და ბულინგს, არამედ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ეს პროტესტი გულწრფელი არ არის და თავიდან ბოლომდე გარედანაა მართული, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ფაშისტური, საბჭოთა დამოკიდებულება.
„მათთვის მიუღებელია ნებისმიერი აზრი, რომელიც მათ აზრს არ ემთხვევა. ეს არის ჩვეულებრივი, ფაშისტური, საბჭოთა დამოკიდებულება და სწორად ამის პროპაგანდირებას ცდილობენ ამ ხნის განმავლობაში. ეს ჩრდილს აყენებს მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელიც ამის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება როგორც ობიექტური, რადგან თავისუფალი აზრის გამოთქმა ყველას უნდა შეეძლოს და მაშინ როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ახორციელებენ არამარტო სიტყვიერ თავდასხმასა და ბულინგს, არამედ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ეს პროტესტი გულწრფელი არ არის და თავიდან ბოლომდე გარედანაა მართული“, – განაცხადა სეფაშვილმა.
„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.