კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ რატომ ეშინია რადიკალურ ოპოზიციას, პოლიტაქტივისტებად ქცეულ მათივე ტელევიზიების ცალკეულ ჟურნალისტებსა და მდიდარ „ენჯეოებს“ იმ სიმართლის, რომელსაც „ტელეიმედი“ მაყურებელს უყვება.
რადიკალები ნებისმიერ ექსკლუზიურ რეპორტაჟზე, რომელიც შიფრავს მათ დესტრუქციულ გეგმებს, ეთერში გასვლისთანავე იწყებენ მასობრივ შეტევას, განსაკუთრებით სოცქსელებში, თითქოს ეს ინფორმაცია არის ყალბი. იარლიყების მიკერება მათი მოგონილია, თუმცა, სიმართლე სიმართლეა და დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
ცოტნე გეგეჭკორი გაჩვენებთ, რამდენად თანხვედრაშია რადიკალების მოქმედებების ტაქტიკაც და სტრატეგიაც „კანვასისა“ და „გირჩის“ იმ ტრენინგებთან, რომლის შესახებაც 2 წელია, პერიოდულად გიყვებით.
ის, რომ რადიკალებს მიზნად აქვთ სისხლისღვრა და არეულობა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, თუ როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა პარლამენტის შენობასთან პოლიცია არ დახვდათ და სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებისთვის სპეციალურად გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სასურველი სცენარისთვის ცივი იარაღებიც გამზადებული ჰქონდათ.