ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გვინდა, რომ კონსტიტუციაში იყოს ისეთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაცული იქნება. ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვები დღეიდან იწყება.
კომენტარები
