თევზის თვალებით გიყურებენ და ვერაფერს ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციაზე „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„საკონსტიტუციო ცვლილებები არის იმ შინაარსის, რომელი შინაარსისაც ეშინია ელემენტარულად ოპოზიციას. თევზის თვალებით გიყურებენ და ვერაფერს ამბობენ. რომ თქვან, რომ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ფულს დაკარგავენ უცხოეთიდან და ყურს აუწევენ პატრონები და ვერაფერს ამბობენ. პირდაპირ რომ თქვან, რომ კაცის კაცზე ქორწინების მომხრე არიან, საკუთარ ამომრჩეველსაც ბევრს დაკარგავენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვევა. განხილვისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის წევრებს ყველა ის შეკითხვა დაუსვას, რომელიც საკითხის ირგვლივ აინტერესებთ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. კომისია გუშინ ქუთაისში იმყოფებოდა.