ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპელი დეპუტატებიც კი გამოვიდნენ კოლეგების წინააღმდეგ, რაც ერთგვარ მხილებად შეიძლება ჩაითვალოს.
მაგალითად ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ პირდაპირ თქვა: „დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რომ შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში“.
„არსებობს საფრთხე, რომ ევროპა მოკვდეს. ჩვენ არ ვართ სათანადოდ აღჭურვილები საფრთხეებთან საბრძოლველად“, – ეს უკვე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებია. მისი თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის.
მაკრონს დაეთანხმა გერმანიის კანცლერიც, „საფრანგეთს და გერმანიას სურთ, ევროპა ძლიერი დარჩეს, მხარს ვუჭერთ სუვერენულ და ინოვაციურ ევროკავშირს – ამბობს შოლცი.
ეს კი ორმაგი სტანდარტის უკვე პირდაპირი დეკლარირებაა, რადგან საქართველოს სურს იყოს სუვერენული სახელმწიფო, გარე ჩარევებისგან თავისუფალი, ინოვაციური და დემოკრატიული – ევროპულ ოჯახთან ერთად და ნებისმიერი კანონი თუ ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ინტერესებიდან, უსაფრთხოებიდან და სუვერენიტეტის დაცვის მიზეზებიდან გამომდინარეობდეს.
უფრო მეტი იმ რეზოლუციის შესახებ, რომელიც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორის, პოლიტიკური ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ნახეთ შორენას ხვიჩიას სპეცრეპორტაჟში.