ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ მიწვევა და დიალოგის შეთავაზება, რომელზეც ჩვენ არასდროს ვამბობთ უარს – აქ იყო კონკრეტული წინაპირობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართულმა მხარემ ამერიკული მხარის მიწვევაზე უარი განაცხადა.
„პარლამენტი განიხილავს კანონს და ვფიქრობ ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის რეგიონში და ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
2 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.
კომენტარები