საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, 7 მარტს, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 2,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები
