სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.
საგამოძიებო უწყების ინფრმაციით, 2017 წლის 9 მარტს ბრალდებულები დაკავებულ იქნენ დიდი ოდენობით კონიაკი ,Hennessy X.O-ს რეალიზაციისას, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.
დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
11.03.2017 10:58:14
ნანახია: 1363 ჯერ
