აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დემოკრატიული“ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ის არ არის გაბრაზებული მათზე, ვინც მას მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრაზე უარი ათქმევინა.
„ყველა ეს საუბრები იმის თაობაზე, თუ როგორი გაბრაზებული ვარ მე იმ ადამიანებზე, ვინც მეუბნებოდა, რომ მე რბოლას უნდა ჩამოვშორებულიყავი, სიმართლეს არ შეესაბამება“, – თქვა ბაიდენმა.
მან ასევე დაამატა, რომ მას უყვარს ამერიკა და ყველამ უნდა დაიცვას დემოკრატია.
ბაიდენმა 22 ივლისს განაცხადა, რომ წინასაარჩევნო რბოლას ეთიშება და გზას მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს უთმობს.
კომენტარები