შიდსით ინფიცირებული პაციენტის ჟენევაში გამოჯანმრთელება ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული სტატიითაც დასტურდება. სტატიის თანახმად, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკა (HUG) იტყობინება, რომ ამ პაციენტის ორგანიზმში ვირუსი 32 თვის განმავლობაში აღარ გამოვლენილა.
ჟენევაში ამ ადამიანს ძვლის ტვინის გადანერგვა ჩაუტარდა. მთელ მსოფლიოში მხოლოდ შვიდი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ ავადმყოფი აივ-ინფექციისგან განიკურნა.შვიდივე შემთხვევაში, ტრანსპლანტატი მიიღეს დონორისგან, რომელსაც აქვს გენის – CCR5delta 32 – იშვიათი მუტაცია, რომელიც უჯრედებს შიდსის მიმართ ბუნებრივად რეზისტენტულს ხდის.
იმ პაციენტთან დაკავშირებული შემთხვევის განსაკუთრებულობა, რომელიც ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, იმაში მდგომარეობს, რომ მისი ტრანსპლანტატი მიიღეს დონორისგან, რომელიც მუტაციის მატარებელიარ არის. ამის მიუხედავად, ანტირეტროვირუსული თერაპიის დასრულებიდან 32 თვის შემდეგაც კი მის ორგანიზმში ვირუსი აღარ გამოვლენილა.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ამ პაციენტის რემისია. ისინი იმედოვნებენ, რომ შიდსის მკურანალობაში შემდგომ პროგრესს მიაღწევენ.