პატრიოტიზმი არის ის, რამაც გადაგვარჩინა, რაც უცხოა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია ჰყავს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან ყოფილი სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.
„ნინო ლომჯარიას განცხადება არ არის ის მახასიათებელი, რამაც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა და საქართველო როგორც განუყოფელი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. უამრავი დანაკარგით, მაგრამ ქვეყანა არსებობს. ამპარტავნებაც, ღალატიც და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა გაერთიანდა, შეიკრა კონკრეტულია ადამიანები პოლიტიკურ სტრატეგიებში და ხედვებში. ეს ადრეც იყო, ისტორიას ეს ახსოვს და მარგინალიზაცია მოხდა ასეთი ხალხის, თუმცა უმრავლესობა მაინც სხვა გაგების არის ქვეყნის მიმართ. პატრიოტიზმი არის ის, რამაც გადაგვარჩინა, რაც უცხოა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია ჰყავს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.